B კატეგორიის მართვის მოწმობა ნულიდან

მოწმობამდე სამი გამოცდაა: თეორია, მოედანი და ქალაქი.

გზა მოწმობამდე

  1. მომზადება: მოაგროვე საბუთები და დაჯავშნე თეორიის გამოცდა.
  2. თეორიის სწავლა: ახალი ბილეთები, შეცდომები და მსგავსი ბილეთები, ყოველდღე ცოტ-ცოტა.
  3. თეორიის გამოცდა: 30 ბილეთი 30 წუთში, ჩასაბარებლად 25 სწორი პასუხი.
  4. მოედანზე ვარჯიში: 6 ელემენტი: ჯერ ანიმაცია, მერე თავად მართავ.
  5. მოედნის გამოცდა: 100 ქულიდან დასაშვებია 39 ჯარიმა.
  6. ქალაქში ვარჯიში: ისწავლე, რას ითვლის გამომცდელი შეცდომად.
  7. მანქანის გაცნობა: ისწავლე 20 ტექნიკური კითხვა. გამოცდაზე Škoda Scala დაგხვდება.
  8. ქალაქის გამოცდა: რეალურ მოძრაობაში, შენი ცენტრის მარშრუტზე.
  9. მოწმობა ხელში: მოწმობა მზად იქნება 5 სამუშაო დღეში.