ბილეთი №1000 · გაუმართაობა
აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?

პასუხები
- 1აქვს უფლება
- 2არ აქვს უფლებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ აქვს უფლება
მოკლედ
თუ სიბნელეში უკანა საგაბარიტო სინათლეები გაგეფუჭდა, ხელოვნური განათების გარეშე ან არასაკმარისი ხილვადობის გზაზე მოძრაობის გაგრძელება არ შეგიძლია.
კანონის ტექსტი
დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები. მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1000 · gaumartaoba