ბილეთი №1013 · სპეციალური სიგნალი

ჩართული ახლო განათების ფარებით სატვირთო ავტომობილს მიაცილებს ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით. რომელი ავტომობილის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში შუქნიშნის ამ სიგნალზე?

ბილეთი №1013: ჩართული ახლო განათების ფარებით სატვირთო ავტომობილს მიაცილებს ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით. რომელი ავტომობილის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში შუქნიშნის ამ სიგნალზე?

პასუხები

  1. 1არცერთი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. 2მხოლოდ ოპერატიული ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. 3როგორც ოპერატიული სამსახურის, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. როგორც ოპერატიული სამსახურის, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ

მოკლედ

ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალი ჩართულ ოპერატიულ მანქანას გზა უნდა დაუთმო. იგივე ეხება მისგან გასაცილებელ მანქანას, თუ მას ახლო განათება აქვს ჩართული.

კანონის ტექსტი

საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1013 · specialuri signali