ბილეთი №1154 · მიმთითებელი ნიშნები

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ისინი შედიან ეზოს ტერიტორიაზე?

ბილეთი №1154: რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ისინი შედიან ეზოს ტერიტორიაზე?

პასუხები

  1. 1თეთრი ავტომობილის მძღოლი
  2. 2ყვითელი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
  3. 3ორივე ავტომობილის მძღოლი
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლი

სწორი პასუხი: 2. ყვითელი ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ“, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია, უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს. ის არ კრძალავს მარჯვნივ ეზოში მოხვევას და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ ეზოში მოხვევას და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1154 · mimtitebeli nisnebi