ბილეთი №1159 · მიმთითებელი ნიშნები
რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ მწვანე ავტომობილი შედის ეზოში, ხოლო ყვითელი გაჩერებულია?

პასუხები
- 1მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
- 2მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი
- 3ორივე ავტომობილის მძღოლი
სწორი პასუხი: 2. მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
მოკლედ
ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ“ უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს და ეზოში მარჯვნივ მოხვევას არ კრძალავს. ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ კრძალავს გაჩერებასაც და დგომასაც.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 4.1.1 „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. : - 3.27. საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. - ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?
- მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნება?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1159 · mimtitebeli nisnebi