ბილეთი №1190 · პირველი დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:
პასუხები
- 1დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
- 2დავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
- 3დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
მოკლედ
ცხვირიდან სისხლდენისას დაშავებული ნახევრადმჯდომარედ დასვი და თავი მკერდისკენ დააქნევინე, რომ სისხლი სასუნთქ გზებში არ მოხვდეს. ცხვირზე ცივი საფენი დაადე.
კანონის ტექსტი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხვთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.
ამ თემის სხვა ბილეთები
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობის არსებობისას იოდის ხსნარი, როგორც სადეზინფექციო საშუალება…
- თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს თვალზე აღენიშნება ჭრილობა, იგი უნდა:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის იდაყვის ქვემოთ ხელის ძვლის დაზიანების შემთხვევაში არტერიული…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1190 · pirveli daxmareba