ბილეთი №1216 · დამატებითი დაფები
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:

პასუხები
- 1დღე-ღამის ბნელ დროს
- 2ღრუბლიან ამინდში
- 3როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველიასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია
მოკლედ
ნიშანი 3.20 კრძალავს გასწრებას. დაფა 8.16 „სველი საფარი“ ამბობს, რომ აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა გზის სავალი ნაწილი სველია.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1216 · damatebiti dafebi