ბილეთი №1326 · მოძრაობის უსაფრთხოება
მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:
პასუხები
- 1ავტომობილის მოხვევის რადიუსი
- 2ავტომობილის დინამიკური დერეფანისწორი პასუხი
- 3ავტომობილის დასაშვები ინტერვალი
სწორი პასუხი: 2. ავტომობილის დინამიკური დერეფანი
მოკლედ
მოხვევისას წინა და უკანა თვლების რადიუსების სხვაობას ავტომობილის დინამიკური დერეფანი ეწოდება. სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებს მოსახვევში გაცილებით ფართო ზოლი სჭირდებათ.
კანონის ტექსტი
მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1326 · mozraobis usafrtxoeba