ბილეთი №14 · შუქნიშანი

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას მას არ შეეძლო „სდექ“ ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე?

ბილეთი №14: აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას მას არ შეეძლო „სდექ“ ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე?

პასუხები

  1. 1აქვს უფლებასწორი პასუხი
  2. 2არ აქვს უფლება

სწორი პასუხი: 1. აქვს უფლება

მოკლედ

ყვითელზე, თუ მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ვერ ჩერდები, მოძრაობის გაგრძელება შეგიძლია. გზა კი უნდა დაუთმო გზაჯვარედინის დამთავრებულ ტრანსპორტს და ქვეითს, რომელმაც გადასვლა ვერ დაასრულა.

კანონის ტექსტი

მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა. რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 14 · suqnisani