ბილეთი №155 · რკინიგზის გადასასვლელი

თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი:

ბილეთი №155: თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი:

პასუხები

  1. 1მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
  2. 2მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან
  3. 3მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვითსწორი პასუხი
  4. 4მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე

სწორი პასუხი: 3. მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით

მოკლედ

რკინიგზის გადასასვლელზე ყვითელი მოციმციმე სიგნალი გაძლევს გაგრძელების უფლებას, ოღონდ განსაკუთრებული სიფრთხილით. წითელი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას.

კანონის ტექსტი

რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 155 · rkinigzis gadasasvleli