ბილეთი №178 · შუქნიშანი

ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:

პასუხები

  1. 1რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორიასწორი პასუხი
  2. 2იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება
  3. 3სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე

სწორი პასუხი: 1. რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია

მოკლედ

ერთ სადგარზე განლაგებული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი სიგნალი გამოიყენება რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან და გემის ან ბორნის მისადგომებთან.

კანონის ტექსტი

რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია, გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს „სდექ“ ხაზის გადაკვეთას, მისი არარსებობის შემთხვევაში კი − შუქნიშნის იქით გადასვლას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 178 · suqnisani