ბილეთი №20 · გზაჯვარედინი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლია ვალდებული, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზა დაუთმოს ქვეითებს?

პასუხები
- 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
- 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- 3მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
- 4სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. სამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
მოკლედ
ქვეითთა გადასასვლელთან, სადაც მოძრაობას შუქნიშანი ან მარეგულირებელი არ არეგულირებს, სიჩქარე შეამცირე. ქვეითი, რომელიც გადასასვლელზე შედის ან უკვე არის, გაატარე, საჭიროების შემთხვევაში გაჩერდი.
კანონის ტექსტი
ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით, არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდნეს და გაატაროს ქვეითები.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 20 · gzajvaredini