ბილეთი №217 · მარეგულირებელი
მარეგულირებელმა შეიძლება სიგნალი მისცეს:
პასუხები
- 1მხოლოდ შავი და თეთრი ზოლებიანი ხელკეტით, ან წითელი შუქამრეკლი დისკით
- 2მხოლოდ ხელით ან დისკით, რომელზეც გამოსახულია საგზაო ნიშანი - მოძრაობა აკრძალულია
- 3მხოლოდ წითელი ან ყვითელი ფერის ალმებით, ან წითელი სინათლის მოძრაობით
- 4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებითსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით
მოკლედ
მარეგულირებელს სიგნალის მიცემა შეუძლია ხელკეტით, წითელი დისკით, ნიშნიანი დისკით, ხელით, წითელი ან ყვითელი ალმით და წითელი სინათლის მოძრაობით. ყველა ჩამოთვლილი სწორია.
კანონის ტექსტი
მარეგულირებელი სიგნალს აძლევს: ა) შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით; ბ) შუქამრეკლი წითელი დისკით; გ) დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“; დ) ხელით; ე) წითელი ან ყვითელი ალმით; ვ) წითელი სინათლის მოძრაობით.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 217 · maregulirebeli