ბილეთი №229 · სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მსუბუქმისაბმელიანი „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებული პუნქტის დასასრულის ამღვნიშვნელი საგზაო ნიშნის შემდეგ?

ბილეთი №229: რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მსუბუქმისაბმელიანი „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებული პუნქტის დასასრულის ამღვნიშვნელი საგზაო ნიშნის შემდეგ?

პასუხები

  1. 150 კმ/სთ სიჩქარით
  2. 280 კმ/სთ სიჩქარითსწორი პასუხი
  3. 390 კმ/სთ სიჩქარით
  4. 4110 კმ/სთ სიჩქარით

სწორი პასუხი: 2. 80 კმ/სთ სიჩქარით

მოკლედ

მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებისას B კატეგორიის მძღოლს ყველა გზაზე 80 კმ/სთ-მდე შეუძლია. ნიშანი 3.24 მოქმედებს უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არქონისას დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

კანონის ტექსტი

გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ), ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 229 · sicqare