ბილეთი №281 · გასწრება

თუ ქვეითმა ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უფლება აქვს შეჩერდეს:

პასუხები

  1. 1მხოლოდ უსაფრთხოების კუნძულზე
  2. 2მხოლოდ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე
  3. 3როგორც უსაფრთხოების კუნძულზე, ასევე ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზესწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. როგორც უსაფრთხოების კუნძულზე, ასევე ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე

მოკლედ

ქვეითს, რომელმაც გზაზე გადასვლა ვერ მოასწრო, შეუძლია შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე ან საპირისპირო ნაკადების გამყოფ ზოლსა და ხაზზე. გადასვლას აგრძელებს მხოლოდ უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ.

კანონის ტექსტი

ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების კუნძულზე, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე ან ხაზზე და გადასვლა უნდა გააგრძელოს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალების გათვალისწინებით.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 281 · gaswreba