ბილეთი №288 · გასწრება

დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს თეთრი ავტომობილის მძღოლი ისრით მითითებული მანევრის შესრულების შემთხვევაში, თუ მარცხენა მხრიდან ქვეითს დაწყებული აქვს გადასვლა?

ბილეთი №288: დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს თეთრი ავტომობილის მძღოლი ისრით მითითებული მანევრის შესრულების შემთხვევაში, თუ მარცხენა მხრიდან ქვეითს დაწყებული აქვს გადასვლა?

პასუხები

  1. 1დაარღვევსსწორი პასუხი
  2. 2არ დაარღვევს

სწორი პასუხი: 1. დაარღვევს

მოკლედ

ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება აკრძალულია, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს. გადასასვლელთან მიახლოებულ ან მის წინ გაჩერებულ მანქანას უსწრებ მხოლოდ შენელებული სიჩქარით, რომ ქვეითის დანახვაზე გაჩერდე.

კანონის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 288 · gaswreba