ბილეთი №375 · მიმთითებელი ნიშნები
მოცემულ სიტუაციაში, მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს, მარჯვენა მოსახვევში შესვლის მიზნით:

პასუხები
- 1უფლება აქვს მოაბრუნოს ავტომობილი A მიმართულებით
- 2უფლება აქვს იმოძრაოს უკუსვლით B მიმართულებით
- 3უფლება აქვს იმოძრაოს როგორც A, ასევე B მიმართულებით
- 4მოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებითსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოკლედ
უკუსვლა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ავტომაგისტრალზე. ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენებ მიმართულებებს.
კანონის ტექსტი
მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში. საგზაო ნიშანი 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 375 · mimtitebeli nisnebi