ბილეთი №382 · მოძრაობის უსაფრთხოება

გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეს
  2. 2მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარეს
  3. 3მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს
  4. 4როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარესსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს

მოკლედ

მძღოლს სამივე სიჩქარის გადაჭარბება ეკრძალება: მანქანის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის, მასზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებულის და საგზაო ნიშნით დადგენილის.

კანონის ტექსტი

გარდა ამ მუხლის მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება: ა) სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარის გადაჭარბება; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარის გადაჭარბება; გ) საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 382 · mozraobis usafrtxoeba