ბილეთი №433 · მანევრირება
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ ადგილას ითვალისწინებს კანონი მძღოლის შესაძლებლობას ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით?
პასუხები
- 1დასახლებულ პუნქტის ნებისმიერ გზაზე, თუ მძღოლი მოძრაობს ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებით
- 2დაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
- 3დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნითსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით
მოკლედ
დასახლებულ პუნქტში, თუ გზაზე თანმხვედრი მიმართულებით გრძივი მონიშვნით აღნიშნული ორი ან მეტი ზოლია, მოსახერხებელ ზოლს თავად ირჩევ.
კანონის ტექსტი
ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
- თუ გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან გამოყოფილია ამაღლებული…
- სარკინიგზო გადასასვლელთან მიახლოებისას, აგრეთვე მასზე გავლისას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი:
ლათინურად: martvis biletebi · bileti 433 · manevrireba