ბილეთი №434 · გასწრება

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

ბილეთი №434: მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

პასუხები

  1. 1ეკრძალება
  2. 2არ ეკრძალებასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. არ ეკრძალება

მოკლედ

გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს გასწრება აკრძალულია. დაუსახლებელ პუნქტში გადასასვლელის გამაფრთხილებელი ნიშნები სახიფათო მონაკვეთამდე 150-300 მეტრზე დგას.

კანონის ტექსტი

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.1 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.34 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებულ პუნქტში 150-300 მეტრის მანძილზე. ვ) ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 434 · gaswreba