ბილეთი №445 · ავტომაგისტრალი

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?

პასუხები

  1. 1მოპედის მძღოლებს
  2. 2ქვეითებს
  3. 3ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
  4. 4ავტომატარებლების მძღოლებსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. ავტომატარებლების მძღოლებს

მოკლედ

ავტომაგისტრალზე ეკრძალება ქვეითი, ცხოველი, ველოსიპედი, მოპედი და ავტომობილისა და მისაბმელისგან განსხვავებული ტრანსპორტი. ეკრძალება აგრეთვე ავტომობილი, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ აღემატება.

კანონის ტექსტი

ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 445 · avtomagistrali