ბილეთი №5 · გზაჯვარედინი

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

ბილეთი №5: რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

პასუხები

  1. 1ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - სატვირთო ავტომობილმასწორი პასუხი
  2. 2ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა და ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
  3. 3ჯერ გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა და ბოლოს სატვირთო ავტომობილმა

სწორი პასუხი: 1. ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა

მოკლედ

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მთავარი გზიდან მოახლოებულს უნდა დაუთმოს გზა. ოპერატიული სამსახურის ავტომობილს, რომელსაც სპეციალური სიგნალები აქვს ჩართული, სხვები გზას უთმობენ.

კანონის ტექსტი

არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. : 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე - 41-ე და 44-ე მუხლების, აგრეთვე ამ კანონის N01 და N02 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 5 · gzajvaredini