ბილეთი №513 · საცხოვრებელი ზონა
აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?

პასუხები
- 1აქვთ უფლება, ვინაიდან საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ
- 2არ აქვთ უფლებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არ აქვთ უფლება
მოკლედ
საცხოვრებელ ზონაში ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ზონას აღნიშნავს ნიშანი „საცხოვრებელი ზონა“.
კანონის ტექსტი
შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 513 · sacxovrebeli zona