ბილეთი №53 · გზაჯვარედინი
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
- 2ჯერ უნდა გაიაროს პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმასწორი პასუხი
- 3ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ
- 4ჯერ უნდა გაიაროს პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
სწორი პასუხი: 2. ჯერ უნდა გაიაროს პირველმა ტრამვაიმ და მეორე ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
მოკლედ
თანაბარ გზებზე ურელსო მანქანამ გზა უნდა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულს. ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო მანქანაზე, ხოლო ტრამვაები ერთმანეთს მარჯვნიდან მოახლოებულის წესით უთმობენ.
კანონის ტექსტი
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა ხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ლათინურად: martvis biletebi · bileti 53 · gzajvaredini