ბილეთი №546 · ბუქსირება

რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?

ბილეთი №546: რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?

პასუხები

  1. 1მხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
  2. 2მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  3. 3როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი

მოკლედ

მანქანას, რომელიც სხვა მანქანას ბუქსირებს, 50 კმ/სთ-ზე მეტით არ შეუძლია. T და S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით უნდა მოძრაობდეს.

კანონის ტექსტი

თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ა) „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; დ) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 546 · buqsireba