ბილეთი №550 · ბუქსირება
მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების რამდენი მოთხოვნაა დარღვეული, თუ მოქნილი გადამბმით ბუქსირებული შემადგენლობა მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრია?

პასუხები
- 1ორი
- 2სამი
- 3ოთხისწორი პასუხი
- 4ხუთი
სწორი პასუხი: 3. ოთხი
მოკლედ
ბუქსირებისას მობუქსირე მანქანას ახლო განათება უნდა ჰქონდეს ჩართული, საბუქსირო მანქანას საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მოქნილი გადაბმის რგოლს ორი ალამი. მანძილი 4-6 მეტრია, სიჩქარე არაუმეტეს 50 კმ/სთ.
კანონის ტექსტი
დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი. 8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, ისე, რომ ადვილი შესამჩნევი იყოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში. 9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით. დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. აქ დარღვევაა: სავალ ნაწილზე განლაგება; მობუქსირე ავტომობილს არა აქვს ჩართული ახლო განათების ფარები; საბუქსიროს - ავარიული სიგნალიზაცია და საბუქსირო მოწყობილობა აღნიშნული არ არის ალმებით.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემულ სიტუაციაში, მობუქსირე ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
- მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?
- დასაშვებია თუ არა მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 550 · buqsireba