ბილეთი №559 · ბუქსირება
ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა:
პასუხები
- 1მხოლოდ საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში
- 2მხოლოდ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
- 3როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზესწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე
მოკლედ
ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ადამიანის ყოფნა როგორც საბუქსირო მანქანაში, ასევე მობუქსირე მანქანის ძარაზე.
კანონის ტექსტი
ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარათი, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას - ადამიანის ყოფნა საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 559 · buqsireba