ბილეთი №581 · გადაზიდვები
სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:
პასუხები
- 1მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
- 2მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
- 3მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები
- 4დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა
მოკლედ
ტვირთი ისე უნდა განალაგო და დაამაგრო, რომ არავის შეუქმნას საფრთხე და გზაზე არ ცვიოდეს. არ უნდა შეიზღუდოს ხედვა და მართვა. არ უნდა დაიფაროს სინათლეები, ნომერი და სიგნალები. ეს სამივე პირობა სავალდებულოა.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები.
ამ თემის სხვა ბილეთები
- ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების…
- ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო…
- დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 581 · gadazidvebi