ბილეთი №668 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?

პასუხები
- 1მხოლოდ II და IVსწორი პასუხი
- 2მხოლოდ I და III
- 3არცერთის
- 4ყველას
სწორი პასუხი: 1. მხოლოდ II და IV
მოკლედ
ნიშანი „მთავარი გზა“ გაძლევს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას. მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთისა და შეერთების ნიშნები ამ უპირატესობას არ გაძლევს, პირიქით, მათზე გზა უნდა დაუთმო.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან - 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან - 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ?
- თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
- თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
ლათინურად: martvis biletebi · bileti 668 · prioritetis nisnebi