ბილეთი №80 · გზაჯვარედინი
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმასწორი პასუხი
- 2ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
- 3ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
სწორი პასუხი: 1. ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა
მოკლედ
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მეორეხარისხოვანი გზის მძღოლი მთავარ გზას უთმობს. თანაბარ გზებზე გზა დაუთმე მარჯვნიდან მოახლოებულს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს.
კანონის ტექსტი
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნები დაფარულია…
- რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 80 · gzajvaredini