ბილეთი №810 · პირველი დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:
პასუხები
- 1ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
- 2ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადითსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით
მოკლედ
ვენური სისხლდენისას ჭრილობიდან სუსტი ნაკადით მუქი სისხლი გამოედინება და ტანსაცმელი ნელა იჟღინთება. ჭრილობას მჭიდრო სახვევი დაადე. თუ ქვედა ფენა გაიჟღინთა, არ მოხსნა და ზემოდან ახალი დაამატე.
კანონის ტექსტი
ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.
ამ თემის სხვა ბილეთები
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი…
- არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის…
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 810 · pirveli daxmareba