ბილეთი №816 · გადაზიდვები
რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?
პასუხები
- 1ვალდებულია ყველა შემთხვევაშისწორი პასუხი
- 2ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
- 3ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე
სწორი პასუხი: 1. ვალდებულია ყველა შემთხვევაში
მოკლედ
გამყოლ ძაღლთან ერთად მოსიარულ უსინათლო ქვეითს, რომელიც გზას კვეთს, ყველა შემთხვევაში უნდა დაუთმო გზა.
კანონის ტექსტი
მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 816 · gadazidvebi