ბილეთი №835 · მოძრაობის უსაფრთხოება

წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

პასუხები

  1. 1შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის
  2. 2შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორისსწორი პასუხი
  3. 3ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

სწორი პასუხი: 2. შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის

მოკლედ

წვიმასა და თოვლში დამუხრუჭებას მეტი დრო და მანძილი სჭირდება, ხილვადობაც უარესდება. ამიტომ შეამცირე სიჩქარე და გაზარდე დისტანცია წინ მიმავალ მანქანამდე.

კანონის ტექსტი

გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ვინაიდან წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთანავე, ნალექი აუარესებს ხილვადობას, მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია თავის სატრანსპორტო საშუალებასა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 835 · mozraobis usafrtxoeba