ბილეთი №899 · დისტანცია
ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?
პასუხები
- 1მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება
- 2მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია
- 3მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა
- 4ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოებასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
მოკლედ
უკნიდან შეჯახება შეიძლება გამოიწვიოს წინა მანქანის უეცარმა დამუხრუჭებამ, ცუდად დაცულმა დისტანციამ და მძღოლის უყურადღებობამ. სამივეს გაითვალისწინებ.
კანონის ტექსტი
იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად საავარიო სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.
ამ თემის სხვა ბილეთები
ლათინურად: martvis biletebi · bileti 899 · distancia