ბილეთი №931 · ფარები და საყვირი

დღე-ღამის ნათელ დროს დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის თაობაზე სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

პასუხები

  1. 1ხმოვანი სიგნალი
  2. 2ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვასწორი პასუხი
  3. 3საავარიო შუქსიგნალიზაცია
  4. 4ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვა

სწორი პასუხი: 2. ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა

მოკლედ

დღისით დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვა სხვა მძღოლს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით შეატყობინე.

კანონის ტექსტი

დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს - ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 931 · farebi da sayviri