ბილეთი №948 · საგზაო მონიშვნა

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

პასუხები

  1. 1თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებითსწორი პასუხი
  2. 2ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ
  3. 3კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად

სწორი პასუხი: 1. თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით

მოკლედ

როცა ზოლების ნიშნები ან მონიშვნა არ არის, ზოლების რაოდენობას თავად მძღოლი განსაზღვრავს. ის ითვალისწინებს სავალი ნაწილის სიგანეს, მანქანების გაბარიტებს და მათ შორის საჭირო ინტერვალს.

კანონის ტექსტი

ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და 5.15.1, 5.15.2, 5.15.7 და 5.15.8 საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში - თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 948 · sagzao monisvna