ბილეთი №950 · მანევრირება
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება:
პასუხები
- 1თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე მოძრაობის ზოლის შეცვლა
- 2საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა
მოკლედ
ორ ან სამ სავალ ნაწილიანი გზაზე საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს გასვლა აკრძალულია, თუ ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კანონის ტექსტი
თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რაიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც…
- ჩამოთვლილთაგან რომელ ადგილზე არ არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება:
- თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 950 · manevrireba