ბილეთი №957 · გაჩერება, დგომა

ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?

პასუხები

  1. 1ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში
  2. 2ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშესწორი პასუხი
  3. 3ნებადართულია ნებისმიერ გზაზე, რომლის შუაში არ არის ტრამვაის ლიანდაგი
  4. 4არ არის ნებადართული

სწორი პასუხი: 2. ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე

მოკლედ

გაჩერებისას და დგომისას ავტომობილი სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან უნდა იდგეს. მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ დასახლებულ პუნქტში, თუ თითო მიმართულებაზე ერთი ზოლია და შუაში ტრამვაის ლიანდაგი არ არის.

კანონის ტექსტი

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 957 · gacereba, dgoma