ბილეთი №976 · ფარები და საყვირი

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:

პასუხები

  1. 1მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
  2. 2მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
  3. 3მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
  4. 4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაშისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში

მოკლედ

დღისით ახლო განათება და უკანა საგაბარიტო სინათლეები ჩართე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას, ბუქსირებისას მობუქსირე მანქანაზე და სამარშრუტო ტრანსპორტით საპირისპირო ზოლზე მოძრაობისას.

კანონის ტექსტი

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 976 · farebi da sayviri