ბილეთი №988 · ფარები და საყვირი

სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:

პასუხები

  1. 1მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
  2. 2მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
  3. 3ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაშისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

მოკლედ

გარე სანათების გარეშე შეიძლება გაჩერდე ან იდგე კარგად განათებულ გზაზე, სადაც მანქანა შორიდან ჩანს, ან სავალი ნაწილისა და მკვრივი გვერდულის მიღმა.

კანონის ტექსტი

ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 988 · farebi da sayviri