მოედნის გამოცდა · ელემენტი 3
შემობრუნება შეზღუდული სიგანის მონაკვეთზე

ელემენტის შესრულებისთვის გაქვს 2 წუთი. გამოცდა იწყება 100 ქულით, დასაშვებია 39 ჯარიმის ქულა.
ჯარიმის ქულები
| შეცდომა | ქულა |
|---|---|
| დაწყება არა უბნის წინა მარჯვენა მხრიდან | 15 |
| წინ სვლისას გადაცემის ერთზე მეტი გადართვა | 15 |
| უკან სვლისას გადაცემის ერთზე მეტი გადართვა | 15 |
| მონიშვნის გადაკვეთა ან შეჯახება | 20 |
დისკვალიფიკაცია
- მობრუნებისას ავტომობილის გარეთა კონტური მთლიანად არ არის უბნის შიგნით
- დასრულება არა საწყისი მხარის პარალელური მარცხენა მხრიდან, უბნიდან სრულად გამოუსვლელად
ოფიციალური ზომები
- მონაკვეთის სიგანე
- 8.7 მ
ზომები გამოთვლილია ბრძანება №598-ის მე-4 დანართიდან, გამოცდის ავტომობილის Škoda Scala-ს ზომებით.
ყველა ელემენტზე მოქმედი ჯარიმები
| შეცდომა | ქულა |
|---|---|
| უსაფრთხოების ღვედი შეკრული არ არის | 5 |
| ავტომობილი დაგორდა | 10 |
| ძრავი ჩაქრა | 15 |
| მოძრაობა ჩართული სადგომი მუხრუჭით, ყოველ 4 მეტრზე | 15 |
| სადგომი მუხრუჭის გამოყენება პარალელური პარკირების და აღმართის გარდა | 15 |
| მოედნის შუქნიშნის მოთხოვნის დარღვევა | 20 |
მოედნის სხვა ელემენტები
ლათინურად: semobruneba sezruduli siganis monakvetze · shemobruneba shezghuduli siganis monakvetze · moednis gamocda