პირველი დანართის მე-8 თავი
დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) აზუსტებს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც დგას: მანძილს, მოქმედების ზონას და მიმართულებას, სატრანსპორტო საშუალების სახეობას, კვირის დღეებს.
8.1.1მანძილი ობიექტამდემიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).
8.1.3მანძილი ობიექტამდემიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
8.1.4მანძილი ობიექტამდემიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.
8.2.1მოქმედების ზონამიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.
8.2.2მოქმედების ზონამიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას.
8.2.3მოქმედების ზონამიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს.
8.3.3მოქმედების მიმართულებამიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ მოძრაობის მიმართულებას.
8.5.2სამუშაო დღეებიმიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები.
8.5.3კვირის დღეებიმიუთითებენ კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშანი.
8.14მოძრაობის ზოლი
8.16სველი საფარიმიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია.
8.18გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისამიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი”.
ამ ნიშნების სურათი საიტზე ჯერ არ არის:
- 8.2.5-8.2.6მოქმედების ზონა
- 8.3.1-8.3.2მოქმედების მიმართულება
- 8.4.1-8.4.8სატრანსპორტო საშუალების სახეობა
ლათინურად: damatebiti informaciis nisnebi · damatebiti informaciis nishnebi · sagzao nishnebi