ბილეთი №1019 · სპეციალური სიგნალი
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?

პასუხები
- 1მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- 2მხოლოდ პირდაპირ მარცხნივ
- 3ყველა მიმართულებით
- 4მხოლოდ პირდაპირსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. მხოლოდ პირდაპირ
მოკლედ
ლურჯი ციმციმის გარეშე ოპერატიული მანქანა წესებს ისევე ემორჩილება, როგორც ყველა. ამ შუქნიშანზე ისრის მიმართულებით მხოლოდ პირდაპირ შეუძლია გაგრძელება.
კანონის ტექსტი
ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. საგზაო ნიშანი 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
- სატვირთო ავტომობილი ავტომაგისტრალზე ასრულებს დასასუფთავებელ სამუშაოებს. აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს…
- რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1019 · specialuri signali