ბილეთი №1026 · სპეციალური სიგნალი
რა თანამიმდევრობით უნდა გაირონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

პასუხები
- 1ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა
- 2ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმასწორი პასუხი
- 3ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
სწორი პასუხი: 2. ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
მოკლედ
ლურჯი ციმციმით და ხმოვანი სიგნალით მიმავალ ოპერატიულ მანქანას ყველა გზას უთმობს. ის გზაჯვარედინს პირველი გადის, მერე მსუბუქი, ბოლოს მოტოციკლი.
კანონის ტექსტი
ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალებით ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, აგრეთვე მათ მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ჩართული აქვთ ახლო ნათების ფარები, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ. არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო…
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1026 · specialuri signali