ბილეთი №51 · სპეციალური სიგნალი
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

პასუხები
- 1ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა და ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
- 2ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა
- 3ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმასწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა
მოკლედ
ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალის მქონე ოპერატიულ ავტომობილს გზა უნდა დაუთმო. ამიტომ ჯერ ის გადის გზაჯვარედინზე, შემდეგ დანარჩენები.
კანონის ტექსტი
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. : 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე - 41-ე და 44-ე მუხლების, აგრეთვე ამ კანონის N01 და N02 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
ამ თემის სხვა ბილეთები
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 51 · specialuri signali