ბილეთი №1002 · სპეციალური სიგნალი
ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლი, მიუხედავად საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებისა, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით, თუ ჩართული აქვს:
პასუხები
- 1ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი
- 2ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალები
- 3ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებისწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები
მოკლედ
ოპერატიული სამსახურის მძღოლი უპირატესობით სარგებლობს, როცა ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე ციმციმა და ხმოვანი სიგნალი ერთად. მხოლოდ ციმციმა უპირატესობას არ იძლევა.
კანონის ტექსტი
ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.
ამ თემის სხვა ბილეთები
- ვალდებულია თუ არა, საგზაო მოძრაობის მონაწილე გზა დაუთმოს ჩართული ახლო ნათების ფარებით მოძრავ იმ სატრანსპორტო…
- ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე…
- ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 1002 · specialuri signali