ბილეთი №1004 · სპეციალური სიგნალი

ვალდებულია თუ არა, საგზაო მოძრაობის მონაწილე გზა დაუთმოს ჩართული ახლო ნათების ფარებით მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალება ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით?

პასუხები

  1. 1ვალდებულიასწორი პასუხი
  2. 2არ არის ვალდებული

სწორი პასუხი: 1. ვალდებულია

მოკლედ

ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალის მქონე ოპერატიულ მანქანას და მის მიერ გასაცილებელ, ახლო ნათებით მოძრავ მანქანას სავალ ნაწილზე ადგილი უნდა გაუთავისუფლო.

კანონის ტექსტი

საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1004 · specialuri signali