ბილეთი №1007 · სპეციალური სიგნალი

მძღოლს, რომელსაც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ:

პასუხები

  1. 1ჩართული აქვს ახლო განათების ფარები
  2. 2უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასსწორი პასუხი
  3. 3ავტომობილზე დამაგრებულია დროებითი საგზაო ნიშნები

სწორი პასუხი: 2. უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

მოკლედ

ნარინჯისფერი ციმციმის მქონე სპეციალური სამსახურის მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობისას შეუძლია ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს გადაუხვიოს, თუ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კანონის ტექსტი

მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5-მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1007 · specialuri signali