ბილეთი №1008 · სპეციალური სიგნალი

სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი გამოიყენება:

პასუხები

  1. 1საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მოსაპოვებლად
  2. 2ყურადღების მისაპყრობად, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვისსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. ყურადღების მისაპყრობად, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის

მოკლედ

ყვითელი ან ნარინჯისფერი ციმციმა უპირატესობას არ იძლევა. ის ყურადღების მისაპყრობად და მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

კანონის ტექსტი

მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5-მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 1008 · specialuri signali