ბილეთი №472 · სპეციალური სიგნალი
მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?

პასუხები
- 1არ არღვევს
- 2არღვევსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 2. არღვევს
მოკლედ
აკრძალულ ადგილას, მათ შორის გვირაბში, იძულებით გაჩერებისას უნდა ჩართო საავარიო შუქსიგნალიზაცია და დააყენო „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო ცუდ ხილვადობაში მოციმციმე წითელი ფარანი.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება. საავარიო შუქური სიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია.
ამ თემის სხვა ბილეთები
- ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლი, მიუხედავად საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებისა, სხვა საგზაო…
- ვალდებულია თუ არა, საგზაო მოძრაობის მონაწილე გზა დაუთმოს ჩართული ახლო ნათების ფარებით მოძრავ იმ სატრანსპორტო…
- ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 472 · specialuri signali